მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა და ავტორიტეტულმა ფინანსურმა გამოცემამ - EUROMONEY, ზედიზედ მეორედ, საქართველოში საუკეთესო ციფრული ბანკად თიბისი დაასახელა. აღნიშნული ჯილდო თიბისიმ გასულ წელსაც მიიღო.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ორგზის საერთაშორისო აღიარება ციფრული ბანკინგის მიმართულებით, რადგან ეს ნიშნავს, რომ თიბისის მომხმარებლებს ვთავაზობთ საუკეთესო სერვისებს და პროდუქტებს, მათზე მორგებულსა და რელევანტურს.
ამასთან, გასულ წელს, თიბისის მობილურ აპლიკაციას დაემატა ბევრი ინოვაციური პროდუქტი და სერვისი. ახალ თიბისი ბარათთან ერთად, ციფრულდება და აპლიკაციაში ხელმისაწვდომი ხდება ყველა სერვისი.
Euromoney-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშიც ხაზგასმულია, რომ თიბისიმ ციფრულ ბანკინგში სერიოზული და ინოვაციური ცვლილებები განახორციელა, რამაც შთამბეჭდავად გაზარდა ახალი აქტიური მომხმარებლების რიცხვი.
„ამ მნიშვნელოვანი ჯილდოს მიღება ჩვენთვის დიდი პატივია. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოში ჩვენს ლიდერ პოზიციას ციფრულ საბანკო სფეროში, სადაც ვუზრუველვყოფთ მომხმარებელზე ორიენტირებულ გამოცდილებას onboarding-იდან ყოველდღიურ საბანკო მომსახურებასა და ინვესტირებამდე“ - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.
წმინდა სავალუტო შემოდინებების ჩვენი ყოველთვიური...
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნეს...
წელს ლიტერატურულმა პრემიამ „საბა“ კ...
საქართველოს ბანკმა მეწარმეებს ბიზნესის დაწყების...
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესებისთვ...
Mana press